არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – კოლეჯის რეორგანიზაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
416
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-10-03
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-30
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017090
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – კოლეჯის რეორგანიზაციის შესახებ

(ძალადაკარგულია – 30.07.2013, №194)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №416

2012 წლის 3 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – კოლეჯის რეორგანიზაციის შესახებ

მუხლი 1
 
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – კოლეჯი 2012 წლის 1 ნოემბრამდე რეორგანიზებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტად.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჩაითვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – კოლეჯის უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება, რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიივანე მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია