„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/1850
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-10-04
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-04
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.024.016234
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1850

2012 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009წლის 18 სექტემბრის №1-1/2135 ბრძანებით (სსმ III, 24.09.2009 წ., №116, მუხ.1321, 010.240.030.22.024.013.559) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით.”;

ბ)  მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრივერა ქობალია

კრებსითი — სრული ვერსია