,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №05 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 09/01/2012, 430050000.22.022.016271) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ.”. |