„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
418
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-09-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-28
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016470
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №418

2012 წლის 28 სექტემბერი

ქ . თბილისი

,, საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების , მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების , სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის , საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების , სამართალდა რ ღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,, ნორმატიული აქტების შ ე სახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ :

მუხლი 1. ,, საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების , მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების , სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის , საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების , სამართალდა რ ღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 994 ბრძანებით ( სსმ III, 31.12.2010, № 172, მუხლი 2552) დამტკიცებული წესის 84- ე მუხლის :

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,1. 2012 წლის 1 თებერვლიდან 2013 წლის 1 იანვრამდე , საკონტროლო - სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების მქონე პირების მიერ მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება განხორციელდეს GPRS და crypto- ს მოდულის ფისკალური ან გარე გადახდისა და მონაცემთა აღრიცხვის ერთიან ტერმინალთან ინტეგრირებული სისტემური საკონტროლო - სალარო აპარატებით .“.

2. მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,3. 2013 წლის 1 იანვრიდან საკონტროლო - სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების მქონე პირების მიერ მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება განახორციელდეს მხოლოდ GPRS და crypto- ს მოდულის ფისკალური საკონტროლო - სალარო აპარატებით .“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან .

ა. ხეთაგური

კრებსითი — სრული ვერსია