საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 209/ნ
2012 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,სპექტრის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №20/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,სპექტრის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №20/ნ ბრძანების ( ვებგვერდი, 220211, 22/02/2011 სარეგისტრაციო კოდი : 040030000.22.022.016057 ) პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კოლეჯის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს 2 მოადგილ ე, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი.
3. დირექტორის არყოფნისას ერთ-ერთი მოადგილ ე ასრულებს მის მოვალეობას.“ .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე