„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
895
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-09-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-27
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016654
„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №895

2012 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულებაში (სსმ III, 2002 წ., №23, მუხ. 185) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის და სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემების შესწავლის, დადგენისა და შესაბამისი დასკვნის გაცემის წესის დამტკიცება.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია