|
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
|
შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 აპრილის №12 დადგენილებაში კერძოდ:
დადგენილების მესამე მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
1. საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|