„პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურენოვანი ბლანკების, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის აღწერილობებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
171
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-09-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-26
სარეგისტრაციო კოდი
010130000.22.027.016379
„პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურენოვანი ბლანკების, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის აღწერილობებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №171

2012 წლის 2 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

„პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურენოვანი ბლანკების, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის აღწერილობებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. „პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურენოვანი ბლანკების, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის აღწერილობებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს №114 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი , 03.08.2011წ. , 010130000.22.027.016181) დამტკიცებულ №1 დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მფლობელის ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ბეჭედი;“.

2. ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი.

3. მე-4 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქართულ-აფხაზურენოვანი ბლანკის მეორე გვერდს უნდა დაესვას სააგენტოს ბეჭედი.“

მუხლი 2. ბრძანებით დამტკიცებულ №2 დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მფლობელის ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ბეჭედი;“.

2. ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი.

3. მე-4 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქართულ-ოსურენოვანი ბლანკის მეორე გვერდს უნდა დაესვას სააგენტოს ბეჭედი.“.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია