„ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” - ჩოხატაურის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
46
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-09-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-28
სარეგისტრაციო კოდი
230130000.35.114.016141
„ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” - ჩოხატაურის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №46

2012 წლის 26 სექტემბერი

დ. ჩოხატაური

 

 

„ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” ჩოხატაურის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” ჩოხატაურის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №15 დადგენილებაში (სსმ 05/04/2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 7. 

1. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.  

2. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს: 

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე  მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 400 კვ. მეტრს;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 40 კვ. მეტრს.” .         

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე

კრებსითი — სრული ვერსია