საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
878
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-25
სარეგისტრაციო კოდი
480140000.08.002.016648
საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №878

2012 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2012 წლის 12 სექტემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმი“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოქმის დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია