„თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის №1/232 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
1/147
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი
2012-09-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-24
„თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის №1/232 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა № 1/147             

2012 წლის 7 სექტემბერი     

ქ. თბილისი

„თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის №1/232 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის №1/232 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სტრუქტურასა და საშტატო ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. III ნაწილის („რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურა და საშტატო ნუსხა“):

ა) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2 3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის

სტრუქტურა და საშტატო ნუსხა

 

სტრუქტურული ქვედანაყოფების, აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა საშტატო ერთეულების (თანამდებობების) დასახელება

საშტატო ერთეულის რაოდენობა

1. სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი

1

საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება

1. მოსამართლის თანაშემწე

2. სხდომის მდივანი

3. თარჯიმანი

4 . სპეციალისტი (სამეურნეო საკითხებში)

5 . ქსელის ადმინისტრატორი

6 . დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი)

7

5

2

1

1

1

კანცელარია და მოქალაქეთა მისაღები (განყოფილება)

1. განყოფილების უფროსი

2. წამყვანი სპეციალისტი

3. სპეციალისტი

4. კურიერი

1

1

3

2

მაგისტრატი მოსამართლის აპარატი

1. სხდომის მდივანი

2. სპეციალისტი

3. თარჯიმანი

4 . მანდატური

5 . დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი)

1

1

1

1

1

მანდატურის სამსახური

1. სამსახურის უფროსი

2. მანდატური

1

5

                                                                                                                        სულ 36 .“.

2. IV ნაწილი („საშტატო ერთეულების საერთო რაოდენობა“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„IV. საშტატო ერთეულების საერთო რაოდენობა

თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების საშტატო ნუსხა განისაზღვროს 1083 საშტატო ერთეულით.“.

მუხლი 2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2012 წლის 11 სექტემბრიდან. 

      საქართველოს იუსტიციის                

      უმაღლესი საბჭოს მდივანი       ვ. ცერცვაძე

კრებსითი — სრული ვერსია