საქართველოს მთავრობის
დადგენილება №402
2012 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
„დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის მე - 4 პუნქტის შესაბამისად , „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის , მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში ( www . matsne . gov . ge , 19/04/2012 , 040030000 . 10 . 003 . 016814 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის“ ( დანართი №2 ) მე - 12 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
|
„12
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ინტერნეტაუქციონის ჩატარება |
50 ლარი |
5 834 ლარი |
70 000 ლარი“.
|
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან .
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი