“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
168
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-09-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-21
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016376
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №168

2012 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13.07.2012 წ., 040030000.22.027.016330) დამტკიცებული დებულების მე -2 მუხლის: 

ა)   მე -7 და მე -8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ზუგდიდის, თელავის, გურჯაანის, ოზურგეთის, ფოთის, ახალციხის, მესტიის, ყვარლის, გორის და მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის   „ღ .ბ“, „ღ .გ “, „ყ .ბ“  და „ჰ “ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

8. ახალქალაქის, ბოლნისის, მცხეთის, ნინოწმინდის, ხელვაჩაურის, აბაშის, ადიგენის, ასპინძის, ახმეტის, ბორჯომის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, თეთრიწყაროს, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, მარტვილის, საგარეჯოს, სენაკის, სიღნაღის, ქარელის, ყაზბეგის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, წალკის, ხაშურის, ხობის, ქობულეთის, ქედის, ხულოს, შუახევის, ამბროლაურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, ლენტეხის, ონის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ცაგერის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“ ;

ბ)  მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „10. ქ. თბილისის №1, №2 და №3 ქორწინების სახლები, ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის ქორწინების სახლები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებებიდან ახორციელებენ მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციას და ქორწინების რეგისტრაციის მოწმობების/ქორწინების რეგისტრაციის შესახებ ცნობების გაცემას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 2 2 სექტემბრიდან .

ზ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია