„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
166
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-09-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-21
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016374
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №166

2012 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების  შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 13.07.2012 წ., 040030000.22.027.016329) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.მე-8 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ჰ6“ ქვეპუნქტი.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ46“:

„ჰ46) ქ. თბილისის №2 ქორწინების სახლი“.

მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური წარმოადგენს რუსთავის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამონაცვლეს.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 22 სექტემბრიდან.

ზ. ადეიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია