„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
784
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-09-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-21
სარეგისტრაციო კოდი
010330000.22.026.016154
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება № 7 84

2012 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

,, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,

ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში (სსმ, 18.04.2008, №59 , მუხ. 675) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს ,,ლ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ლ) მედალი ,,სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისათვის” (დანართი №101).”.

2. ბრძანებას დაემატოს დანართი №101 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

დ. შაშკინი

დანართი №101

მედალი ,,სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისათვის"

მედლით დაჯილდოვების წესი

1. მედლით ,, სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისათვის” ჯილდოვდებიან სამხედრო მოსამსახურეები სტიქიური მოვლენების ან/და მისი შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების დროს, აგრეთვე მოსახლეობისათვის დახმარების აღმოჩენისას გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის .

2. მასალა – ლითონი ბრინჯაოს შეფერილობით.

3. მედლის ზოგადი აღწერილობა:

ა) ავერსი – გამოსახულება გადაჭდობილი ხელები (რელიეფი), რელიეფური წარწერით;

ბ) რევერსი – თავისუფალი (გამოსახულების და წარწერის გარეშე).

4. მედლის ლენტი:

ა) ავერსი – ესკიზის შესაბამისად;

ბ) რევერსი – თითბერის ფირფიტა, ამოტვიფრული ხუთნიშნა მედლის ნომრით.

5. მედლით ,, სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისათვის” სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს აჯილ­დო­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის მი­ნის­ტრი.

კრებსითი — სრული ვერსია