ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №26
201 2 წლის 1 4 სექტემბერი
დ. ლენტეხი
,, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის № 14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge , 11/04/2012 წ. , სარეგისტრაციო კოდი : 200130000. 35.115.016081) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
,,2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები, გადასახადის გამოანგარიშების და გადახდის წესები , დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით. ”;
ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
,,21 . გადასახადის გადამხდელი ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ”.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ა. ქურასბედიანი