„მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
397
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-09-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-20
სარეგისტრაციო კოდი
440050000.10.003.017070
„მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 3 97

2012 წლის 19 სექტემბერი

 ქ. თბილისი

„მ იზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №86 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2011, 440050000.10.003.016247) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქონელი და მომსახურება: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის“ საქონელი და მომსახურების მუხლით გათვალისწინებული ხარჯები“, რომელიც დაკავშირებულია კვლევასთან (პროექტთან);“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ი . მერაბიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია