„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს №148 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
164
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-09-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-20
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016372
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს №148 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №16 4

2012 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

  „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს № 148 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1 . „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს № 148 ბრძანებ ით (სსმ, ვებგვერდი, 22 .0 8 .2012 წ., 040030000.22.027.016357) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იუსტიციის სახლს ჰყავს სათავო ოფისი : საოპერაციო პროცესების , ფინანსური, ადამიანური რესურსების მართვის , პროდუქტების განვითარების, მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების დირექტორები. “.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ფინანსური ოპერაციების ა და აღრიცხვა - ანგარიშგების სამსახური; “;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქმისწარმოების ა და პროტოკოლის სამსახური; “.

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საოპერაციო პროცესების დირექტორი უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის მიმდინარე საოპერაციო საქმიანობის ხარისხიან და შეუფერხებელ წარმოებას, ხელს უწყობს იუსტიციის სახლის პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებას; “;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის საქმიანობის მხარდაჭერას ადამიანური რესურსებით ა და ადმინისტრაციული საჭიროებებით ; “.

4. მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელ ს აც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი. მათი უფლებამოსილებები განისაზღვრება იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით. “.

5. ამოღებულ იქნეს მე-16 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი.

6. ამოღებულ იქნეს მე-20 მუხლი.

7. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 21. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის მეთოდოლოგიის შექმნა და განვითარება;

ბ) ადამიანური რესურსების მოზიდვა, შერჩევა/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა;

გ) თანამშრომლებთან დასადები შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და ხელმოწერის პროცესის ორგანიზება, თანამშრომლების პირადი საქმეების ფორმირება და მართვა;

დ) თანამშრომელთა შეფასების (მოტივაციის) სისტემის შექმნა და წარმოება ;

ე) თანამშრომლების შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა და სათანადო დოკუმენტური გაფორმება;

ვ ) იუსტიციის სახლში შრომის შინაგანაწესის შემუშავება;

ზ ) ადამიანური რესურსების ბაზის გაუმჯობესების, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების ინიცი ი რება და ორგანიზება;

თ ) თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმების შედგენა, ხელმძღვანელობისთვის შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება;

ი ) თანამშრომლების საქმიანობასთან მათი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისობის ანალიზი;

კ ) თანამშრომლების მოტივაციის გაზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ლ ) თანამშრომელთა მიერ შრომით პირობებთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

მ ) თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და მათ შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება ;

ნ) შიდა საზოგადოებრივ ჯგუფებთან კომუნიკაცია .“.

8. 22-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22. საქმისწარმოებისა და პროტოკოლის სამსახური“.

მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია