„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
856
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-29
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.05.001.003.411
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 10.04.2007, მუხ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ტრანსპორტის სფეროში ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს;“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტრანსპორტის სფეროში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).“.

3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციის დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.“.

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის წარდგინებით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 23 დეკემბერი.

№856–რს

კრებსითი — სრული ვერსია