საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 3 95
2012 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge , 30/03/2012, 470230000.10.003.016788 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) 1 ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვასა და სპეციალური სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებებს, 1 რეანიმობილის , 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 4 მანქანის შესყიდვას;“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვებიდან ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებების შესყიდვა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 4 მანქანიდან 2 მანქანის შესყიდვა/აღჭურვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხოლო პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანარჩენი შესყიდვები – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.“ .
3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი
1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვროს 17 803.0 ათასი ლარით.
2. პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით, წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:
| № | კომპონენტები და ღონისძიებები | ღირებულება ( ათასი ლარი ) | |
| 1 | სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობისა და რეაბილიტაციის / რეკონსტრუქციის კომპონენტი | 5,733.0 | |
| ა ) | ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის / რეკონსტრუქციის სამუშაოები | 461.0 | |
| ბ ) | საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ - ცენტრის მშენებლობა | 4,250.0 | |
| გ ) | პათოლოგიური ლაბორატორიის სამშენებლო სამუშაოები | 1,022.0 | |
| 2 | აღჭურვის კომპონენტი | 11,518.0 | |
| ა ) | 1 ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვა და სპეციალური სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებები , 1 რეანიმობილისა და 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 4 მანქანის შესყიდვა | 1,218.0 | |
| ბ ) | ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვისათვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნა , შესაბამისი პროგრამული ლიცენზიებისა და საჭირო მომსახურებების შესყიდვა და საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სერვერული ცენტრის რესურსების გასაზრდელად შესაბამისი ტექნიკის და ამ მიზნით სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა | 8,800.0 | |
| გ ) | საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ - ცენტრის აღჭურვა | 1,500.0 | |
| 3 | საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი | 370.0 | |
|
| ფსიქიატრიული დაწესებულებებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კომპლექსის , საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ - ცენტრისა და პათოლოგიური ლაბორატორიის სამშენებლო , სარეაბილიტაციო / სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო ( მათ შორის , ფსიქიატრიული დაწესებულებებისათვის შესაბამისი გეოლოგიური კვლევები ) დოკუმენტაციის მომზადება | 370.0 | |
| 4 | ადმინისტრირების კომპონენტი | 182.0 | |
|
| სულ: | 17,803.0“. |
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი