|
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე |
საქართველოს მთავრობა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა, (შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები”), სურთ რა, ცვლილებები შეიტანონ 2007 წლის 9 ივლისს ხელმოწერილ „საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში, შეთანხმდნენ შემდეგზე: |
მუხლი 1 1. მე-3 მუხლის (საიდუმლოობის ხარისხების ეკვივალენტობა) 1-ლი პუნქტი უნდა ჩასწორდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: 1. მხარეები თანხმდებიან, რომ ქვემოთ მოცემული ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხები ეკვივალენტურია და შეესაბამება შესაბამისი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხებს:
2. მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ უნდა იქნეს და მე-3 მუხლის არსებული მე-4 პუნქტი უნდა გადაკეთდეს ამავე მუხლის მე-2 პუნქტად. მუხლი 2 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
შესრულებულია 2012 წლის 1 აპრილს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბულგარულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განმარტებისას ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|