საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №826
2012 წლის 17 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 თებერვლის №79 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 თებერვლის №79 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №22 , მუხ. 246 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობაში (დანართი №1) სიტყვები: „რამაზ ნიკოლაიშვილი“ შეიცვალოს სიტყვებით: „ლაშა მგელაძე“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი