„მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
388
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-09-17
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-17
სარეგისტრაციო კოდი
040150000.10.003.017060
„მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 3 88

2012 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილის ი

  „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის მე - 4 პუნქტის შესაბამისად , „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2011, 040150000 . 10 . 003 . 016305 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1 . პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2 .   იმ შემთხვევაში , როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში ( სარგებლობაში ) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება , მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთის ფართობს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ( შემდგომში – ქონების სააგენტო ) ამ წესის მოთხოვნათა დაცვით . “.

2 . მე-5 მუხლის მე-2–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2 . განცხადებას შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის შესახებ ამ წესით დადგენილი ფორმითა და შემადგენლობით , მიწის ნაკვეთის საზღვრების თანდართულ საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად , ქონების სააგენტოს წარუდგენს შენობის მესაკუთრე , მის მიერ უფლებამოსილი პირი ან სხვა დაინტერესებული მხარე .

3 . განცხადებას შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის შესახებ ამ წესით დადგენილი ფორმითა და შემადგენლობით , მიწის ნაკვეთის საზღვრების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად , ქონების სააგენტოს , სააღსრულებო წარმოების მიზნებიდან გამომდინარე , წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო .

4 . ქონების სააგენტოს მიერ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია შენობაზე , თვალსაჩინო ადგილას განათავსოს საინფორმაციო დაფა და წარუდგინოს ქონების სააგენტოს საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელი ფოტოსურათი .

5 . ქონების სააგენტო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იხილავს და გამოსცემს ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების განსაზღვრის ან აღნიშნულზე უარის თქმის შესახებ . “ .

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                         ი . მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია