“ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 7 ოქტომბრის №1-1/2287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/1795
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-09-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-18
სარეგისტრაციო კოდი
300380000.22.024.016225
“ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 7 ოქტომბრის №1-1/2287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/ 179 5

2012 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 7 ოქტომბრის №1-1/2287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 7 ოქტომბრის №1-1/2287 ბრძანებასა (სსმ III, 12.10.2009, №123, მუხ. 1421) და მითითებული ბრძანებით დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, „ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:”

 2. წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფს ნავთობის ბაზაში მომხდარი ავარიის ან უბედური შემთხვევის შესახებ”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 23 სექტემბრიდან.

ვ. ქობალია

კრებსითი — სრული ვერსია