საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/ 179 4
2012 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №1-1/525 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №1-1/525 ბრძანებაში (სსმ III, 19.04.2010, №43, მუხ. 664) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, „ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 23 სექტემბრიდან.
ვ. ქობალია