„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
853
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-29
სარეგისტრაციო კოდი
400.060.000.05.001.003.408
„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 2000 წელი, მუხ. 103) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საძიებო-სამაშველო კოორდინატორი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია, რომელიც საძიებო-სამაშველო რაიონში ხელმძღვანელობს ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციას, საძიებო და სამაშველო სამუშაოებს;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ადგილზე მოქმედების კოორდინატორი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური, საძიებო-სამაშველო ერთეულის კაპიტანი, საზღვაო გემის ან საფრენი აპარატის კაპიტანი, რომელიც კოორდინაციას უწევს საძიებო-სამაშველო ოპერაციებს;“.

2.  მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური არის ადგილზე მოქმედების კოორდინატორი, თუ საძიებო-სამაშველო ოპერაცია ხორციელდება ნავსადგურში ან ნავსადგურიდან 12 საზღვაო მილის რადიუსში (პასუხისმგებლობის ზონა).“.

3.  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია თანამშრომლობს უცხო ქვეყნების ზღვაზე სამაშველო სამსახურებთან და ზღვაზე სამაშველო საერთაშორისო ორგანიზაციებთან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 23 დეკემბერი.

№853–რს

კრებსითი — სრული ვერსია