„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
258
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-17
სარეგისტრაციო კოდი
360110010.22.023.016115
„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება № 2 58

2012 წლის 1 2 სექტემბერი

ქ . თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №16 ბრძანებით (სსმ , 16.05.11წ. , ვებპორტალი , 110511012) დამტკიცებულ დებულებ აში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. “ ;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი;

გ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

     „მუხლი 51

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) დეპარტამენტის უფროსის სამსახურში არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობებს;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების საკითხებს;

გ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;

დ) ამოწმებს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ ცალკეულ დოკუმენტებს;

ე) მონაწილეობას იღებს დეპარტამენტისათვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე “.

დ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ახორციელებს მინისტრის ა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს ”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ . ზედგინიძე

კრებსითი — სრული ვერსია