საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №811
2012 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ
1. ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვროს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს – „წითელ ხიდს“ (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი ).
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი