,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 29.03.2012. სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.110.016084) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება კერძოდ, ადგილობრივი (ქონების) გადასახადების განაკვეთების დანართ №1-ს დაემატოს მე-7 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ1“ და ,,ჰ2“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტების მიხედვით, ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდეს:
ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;
ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;
გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართობი).“. |