საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
850
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-29
სარეგისტრაციო კოდი
310.050.010.05.001.003.405
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს საჰაერო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) 46-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ძირითადი საბუთი, რომელიც განსაზღვრავს ფრენის მიზანს, ამოცანასა და მარშრუტს, არის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი საფრენოსნო დავალება. ამ საბუთის ფორმა და მისი შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 23 დეკემბერი.

№850–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია