„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტი №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-09-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-14
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.166.016076
„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტი №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 31

  2012 წლის 7 სექტემბერი

     ქ. გურჯაანი

„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” გურჯაანის    მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტი ს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №17 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:

 „ მუხლი 9. ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული და მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირების თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“ .

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

    საკრებულოს თავმჯდომარის მ.შ.                  ა. სირბილაშვილი                    

 

კრებსითი — სრული ვერსია