საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება № 7 64
2012 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110721021, 21/07/2011) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესში შეტანილ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები :
1. მე -2 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. მინისტრის ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, პირები:
ა) არ ექვემდებარებიან სპეციალური კურსის/კურსების გავლას;
ბ) ინიშნებიან მუდმივ შტატზე;“ .
2. მე -13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) მინისტრის ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე;“ .
3. მე -14 მუხლის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა, მინისტრის ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილების შემთხვევაში:“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი