„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
849
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-29
სარეგისტრაციო კოდი
310.060.000.05.001.003.404
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№27–30, მუხ. 575) მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება დარგის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელება და კონტროლი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 23 დეკემბერი.

№849–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია