„საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
157
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-09-11
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-11
სარეგისტრაციო კოდი
010130000.22.027.016365
„საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1 57

2012 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 14.07.2011 წ., 010130000.22.027.016158) დამტკიცებული:

ა) №1 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) აღნიშვნას „სტუდენტი“ – „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტზე (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი) გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს სტუდენტის სტატუსი;

ჟ) უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციას – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტზე გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს სტუდენტის სტატუსი.“;

ბ) №2 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) აღნიშვნას „სტუდენტი“ – „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტზე (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი) გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს სტუდენტის სტატუსი;

ჟ) უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციას – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტზე გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს სტუდენტის სტატუსი.“;

გ) №3 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) აღნიშვნას „სტუდენტი“ – „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტზე (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი) გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს სტუდენტის სტატუსი;

ჟ) უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციას – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტზე გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს სტუდენტის სტატუსი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია