საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 1 80 /ნ
2012 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ს საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112 მუხ . 1233 , სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724 ) დამტკიცებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და :
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – დაბა ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სოფელ წაბლანის საჯარო სკოლას ეწოდოს ასლან შაინიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლა ;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – დაბა ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის 28-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „ 28 | ასლან შაინიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლა | სოფ ელი წაბლან ა | დაწ-საბ-საშ . |
“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე