„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 06 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
24
მიმღები ორგანო
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-09-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-13
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.129.016070
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 06 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №24

2012 წლის 7 სექტემბერი

ქ. ჭიათურა

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის  6 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43- ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“, „ჰ2“ ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად,

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1

 „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების ა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ “ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 2 წლის 6 მარტის № 9 დადგენილებაში ( სსმ, 14.03.2012) შეტანილ იქნეს ცვლილებ ა და დადგენილები თ დამტკიცებულ № 1 დანართს დაემატოს მე-8 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 8

მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიან ბინებზე, საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.”.

მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებ ისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

 

საკრებულოს თავმჯდომა რე                            ი. ჭუმბურიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია