საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 20
2012 წლის 7 სექტემბერი
ქ. საგარეჯო
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №10 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:
„ მუხლი 9 . ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული და მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირების თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“ .
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი პ . ბუზარიაშვილი