საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 3 68
2012 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილის ი
„საპენსიო პაკეტში შემავალი ფულადი და არაფულადი კომპონენტების გადანაწილების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის მე - 4 პუნქტის შესაბამისად , „საპენსიო პაკეტში შემავალი ფულადი და არაფულადი კომპონენტების გადანაწილების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის №278 დადგენილებაში ( www . matsne . gov . ge , 23/07/2012 , 280020000 . 10 . 003 . 016951 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ ) საპენსიო პაკეტი მოიცავს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებულ ყოველთვიურ ფულად გასაცემლებს, გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა , სახელმწიფო კომპენსაციისა , საარსებო , რეინტეგრაციის , დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა . “.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 2 სექტემბრიდან .
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი