ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის № 15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
27
მიმღები ორგანო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-09-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-11
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.169.016095
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის № 15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2012 წლის  7 სექტემბერი

ქ. დედოფლისწყარო

 

„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის № 15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“  206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის  №15 დადგენილებაში  და დადგენილებით დამტკიცებულ  დანართს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

 „მუხლი 71. ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული და მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირების თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზაზა ფიროსმანაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია