საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 365
2012 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილის ი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის მე - 4 პუნქტის შესაბამისად , „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ ., მუხ. 538 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
1. პირველი გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „1 | აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის გაცემა ( გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის გაცემისა) | 20 სამუშაო დღე 10 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე | უფასო 400 ლარი 800 ლარი 2 000 ლარი“. |
2. 96-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „96 | წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის გაცემა | 20 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე | უფასო 10 000 ლარი 12 000 ლარი“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი