საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება №03/51
2012 წ ლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
ქ. თელავში, ბატონის ციხის კომპლექსში შემავალი „სახაზინო სახლის“ ნაგებობისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-8 პუნქტის და მე-17 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ქ. თელავში, ბატონის ციხის კომპლექსში შემავალ „სახაზინო სახლის“ ნაგებობას მოეხსნას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
(საფუძველი: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნ. ვაჩეიშვილის 2012 წლის 28 აგვისტოს №05/10/827 წერილი; სტრატეგიული და მეთოდოლოგიური სექციის წევრების მიერ 2012 წლის 31 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება).
ნ. რურუა