„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
788
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-09-06
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-06
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016631
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №788

2012 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) შეტანილ იქნეს დამატება და ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:

ა) №1 დანართს დაემატოს „ძ2“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ძ2) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს;“;

ბ) №2 დანართის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მინისტრის მოადგილესა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ( № 1 დანართის „ღ“, „ჩ“, „ძ“, „ძ1“ და „ძ2“ ქვეპუნქტების დებულებათა გათვალისწინებით);“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია