„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
153
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-09-06
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-06
სარეგისტრაციო კოდი
110060010.22.027.016361
„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №153

2012 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში (სსმ III, №161, 2008 წ ., მუხ . 1625) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 6 1 მუხლი :

„მუხლი 61. დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი

იუსტიციის სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მთავარი პროკურატურის მეშვეობით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

  ზ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია