„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
174/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-09-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-05
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.022.016437
„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 1 74/ნ

2012 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ს საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანების ( სსმ ვებგვერდი, 22/02/2011, 360160000.22.022.016056) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულება ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 მუხლი:

    „მუხლი 17. გარდამავალი დებულებები

დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მოსწავლეებზე, რომლებიც 2012-2013 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის დარღვევით.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ . დეკანოიძე

კრებსითი — სრული ვერსია