საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1204/ო
2012 წლის 1 აგვისტო
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” ( თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი ა) შესაბამისად , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ,,აჭარის სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგურის ” (მის .: ქ.ბათუმი, პუშკინის ქ.162) ,,საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა №003188, ბრძანება №357/ნ, 24.12.2004წ.) .
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში .
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,აჭარის სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგურის ” მთავარი ექიმის განცხადება: №60336, 01.08.2012 წ.
სააგენტოს უფროსი გ. თვალავაძე