|
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად, |
1.
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №15 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 28/03/2012; 200230000.35.143.016096) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9 ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლით“. |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:
,,მუხლი 10 ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს: ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები სრულად; ბ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები“. |
2.
ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|