„კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
32
მიმღები ორგანო
კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-09-03
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-07
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.149.016115
„კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №32

2012 წლის 03 სექტემბერი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის №40 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 111028014, 03/11/2011; 190020020.35.149.016069) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება მოხდება 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 2000 ლარით;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 181 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 182 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) დადგენილებით დამტკიცებული 182 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) მოთხოვნილი თანხის თანადაფინანსება მოხდება 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 2000 ლარით“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული 182 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე)       იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან არ ირკვევა რომ პირს ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა“.

2. ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 25 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მესროფაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია