„დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
355
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-08-31
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-03
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017027
„დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 355

2012 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილის ი

„დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 19/04/2012, 040030000.10.003.016814) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის“ (№2 დანართის):

 

1. მე- 2 გრაფ ა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 „2

ადმინისტრაციული ორგანოსათვის

 (გარდა ამ დანართის მე-10 – მე-13 და მე-16 გრაფებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოებისა), სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსათვის (გარდა ამ დანართის მე-3 და მე-14 გრაფებით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისა), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის (გარდა ამ დანართის მე-3 გრაფით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირისა), პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისათვის ინტერნეტაუქციონის ჩატარება

 

50 ლარი

 

250 ლარი

 

3 000 ლარი“.

 

2. მე-1 5 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-1 6 გრაფა:

 

„16

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული

პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოსათვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის მიზნით ინტერნეტაუქციონის ჩატარება

 

 

 50 ლარი

 

5 834 ლარი

 

70 000 ლარი“.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ი . მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია