ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
201 2 წლის 31 აგვისტო
ქ.ლაგოდეხი
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლის 1.
შეტანილი იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №25 დადგენილებაში.
მუხლის 2.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,2. გამგებელს ჰყავს ოთხი მოადგილე. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ბრძანებებით.’’
მუხლის 3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დ . ბაკაშვილი