საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
112
მიმღები ორგანო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-08-31
გამოქვეყნების თარიღი
2017-10-30
სარეგისტრაციო კოდი
010170000.22.029.016035
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ

(ძალადაკარგულია - 30.10.2017, №2015)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №112

2012 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „რ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის ბრძანება № 18 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესი თანდართული სახით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის ბრძანება № 18 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2008 წლის 1 ივლისის №78 ბრძანება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის ბრძანება № 18 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის ბრძანება № 18 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

დ. ხომერიკი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შინაგანაწესი შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად.

2. სამინისტროს შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეებზე.

21. შინაგანაწესი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თავისებურობების გათვალისწინებით, ასევე ვრცელდება სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე.

3. შინაგანაწესის მიზნებია:

ა) სამინისტროსათვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების ხელშეწყობა;

გ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

დ) მოსამსახურეთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;

ე) მოსამსახურეთა პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის დონის გაზრდა;

ვ) სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;

ზ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ოპერატიულობის გაზრდა;

თ) ხელმძღვანელობასა და მოსამსახურეთა შორის სამსახურებრივი ურთიერთიერთობების მოწესრიგება;

ი) მოსამსახურეთა ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის ხელშეწყობა.   

4. შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;

ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;

გ) დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;

დ) ხელფასის გაცემის დრო და ადგილი;

ე) მოსამსახურის მიერ შვებულების გამოყენების პირობები და წესი;

ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;

ზ) სამსახურებრივ საკითხებზე მინისტრის ბრძანებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;

თ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი;

ი) მოსამსახურის მივლინების წესი და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი;

კ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი;

ლ) მოსამსახურის/კანდიდატის მოვალეობანი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის ბრძანება № 18 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 2 ივლისის ბრძანება №994 - ვებგვერდი, 03.07.2015წ.

    მუხლი 2. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული. შესვენების დრო

1. სამინისტროში მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირით.

2. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე. მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს არაუმეტეს ერთი საათით.

3.  დღის განმავლობაში მოსამსახურისათვის განსაზღვრულია შესვენების დრო 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე.

4. მოსამსახურის სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით, პირადობის მოწმობის (ID ბარათი) ან ელექტრონული ბარათის გამოყენებით.

5. უქმე დღის წინა სამუშაო დღის ხანგრძლივობა მცირდება 1 საათით, საღამოს საათების ხარჯზე.

6. თუ უქმე დღეს წინ უსწრებს ყოველკვირეული დასვენების დღე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ მცირდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის ბრძანება № 18 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №1634 - ვებგვერდი, 26.08.2014წ.

    მუხლი 3. დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი

1. მოსამსახურისათვის დაწესებულებაში ყოფნა დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ შესაძლებელია სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სტრუქტრურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით.

2. გადაწყვეტილებას მოსამსახურის დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მუშაობის ანაზღაურების თაობაზე, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იღებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

    მუხლი 4. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი

1. მოსამსახურეებზე ხელფასი გაიცემა ყოველი თვის ბოლოს, მოსამსახურეთა საბანკო ანგარიშზე დარიცხვით.

2. კანონმდებლობით დადაგენილი წესით, სამინისტროსათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში გამოყოფილი თანხის შესაბამისად, მინისტრი უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსამსახურეთა პრემიების შესახებ, მოსამსახურეთა ვინაობისა და პრემიების ოდენობის მითითებით.

    მუხლი 5. შვებულების გამოყენების წესი

1. მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით.

2. შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება, ელექტრონული ფორმით წარედგინება მინისტრს, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ვიზირების (თანხმობის) შემდგომ, საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 3 სამუშაო დღით ადრე მაინც.

3. სტუქტურული ქვედანაყოფის უფროსი უფლებამოსილია, უარი თქვას მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შვებულებით სარგებლობა მიზანშეწონილი არ არის. უარი უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული.

4. მოსამსახურე უფლებამოსილია ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება.

5. მოსამსახურის შვებულების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.

6. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახება მისივე თანხმობით, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე - შვებულების შეწყვეტის გზით. აღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენს მინისტრის სახელზე წარდგენილი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოხსენებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახების აუცილებლობა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის ბრძანება № 18 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

    მუხლი 6. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე ვალდებულია წინასწარ წარუდგინოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს, ხოლო სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ან მინისტრის მოადგილე – მინისტრს განცხადება ელექტრონული ფორმით სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზის მითითებით.

2. წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამსახურში დაგვიანების შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე ვალდებულია, შეძლებისდაგვარად, სამსახურში გამოცხადებამდე აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს, ხოლო სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ან მინისტრის მოადგილე – მინისტრს გამოუცხადებლობის მიზეზი და სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდი, ხოლო სამსახურში გამოცხადების შემდეგ კი წარუდგინოს მოხსენებითი ბარათი ელექტრონული ფორმით სამსახურში გამოუცხადებლობის ან დაგვიანების მიზეზების მითითებით. ამ შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს, შვებულების გარდა, წლის განმავლობაში გამოიყენოს დამატებით 10 კალენდარული დღე, მაგრამ არა უმეტეს თვეში 2 კალენდარული დღისა. აღნიშნულ პერიოდში სამსახურში გამოუცხადებლობის ან დაგვიანების საპატიოდ ჩათვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ან მინისტრი.

3. მოსამსახურის პასუხისმგებლობა სამსახურში გამოუცხადებლობის გამო განისაზღვრება კანონმდებლობით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის ბრძანება № 18 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

    მუხლი 7. სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი

1. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება შეიძლება იყოს ნორმატიული და ინდივიდუალური. სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანების გაცემის უფლება აქვს მინისტრს.

2. ნორმატიული ხასიათის ბრძანებას გამოსცემს მინისტრი. ბრძანება გამოიცემა წერილობითი ფორმით და ექვემდებარება სამინისტროში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრას.

3. ინდივიდუალურ ბრძანებას გამოსცემს მინისტრი. ინდივიდუალური ბრძანება გამოიცემა უშუალოდ ერთ მოსამსახურეზე ან მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფზე. ინდივიდუალური ბრძანება გამოიცემა წერილობითი ფორმით. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ბრძანება გაეგზავნება ან გადაეცემა მოსამსახურეს (მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფს).

4. ამ მუხლის შესაბამისად გამოცემული ბრძანებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოსამსახურისათვის. მინისტრის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოსამსახურეებისათვის (მოსამსახურისთვის) გაცნობას უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. ამ მუხლის შესაბამისად გამოცემული ბრძანებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოსამსახურისათვის.

6. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული მინისტრის ბრძანება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 8. მოსამსახურის მივლინების წესი

1. მოსამსახურის მივლინება ფორმდება ბრძანებით, რომლის საფუძველია მინისტრის დავალება ან/და მოხსენებითი ბარათი.

2. მივლინების თაობაზე მოხსენებით ბარათში მითითებული უნდა იქნეს: ინფორმაცია მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების), მივლინების მიზნის, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღის, მივლინების ადგილის (ადგილების), მივლინებასთან დაკავშირებული ღონისძიებების და მათი ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო სახსრების შესახებ, აგრეთვე, მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების თაობაზე.

3. მოსამსახურის სამივლინებო თანხების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ შინაგანაწესით დადგენილი ნორმებით.

3. მოსამსახურის სამივლინებო თანხების ანაზღაურება ხორციელდება მივლინების თაობაზე გამოცემული ბრძანების შესაბამისად, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მივლინების დრო და ადგილი. ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას მივლინებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ, დანიშნულების მიხედვით.

4. მივლინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

5. მივლინების გაუქმების, გადატანის, გაგრძელების ან რაიმე სახის ცვლილებების შემთხვევაში, 5 დღის ვადაში, უფლებამოსილი პირის მიერ მზადდება მოხსენებითი ბარათი, რომელიც უნდა დადასტურდეს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს შეაქვს შესაბამისი ცვლილება მივლინების თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის ბრძანება № 18 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №500 - ვებგვერდი, 18.10.2013წ.

    მუხლი 9. მოსამსახურის სამსახურებრივი ეთიკის ნორმები

1. მოსამსახურე მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულების მიზნით, ვალდებულია:

ა) პირნათლად, პროფესიონალურად და პასუხისმგებლობით შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი, მიღებული დავალებების მიმართ გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება და მობილიზებულობა, ამასთან დროულად და სრულფასოვნად შეასრულოს მიღებული დავალებები. შესაძლო არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, ხელმძღვანელ პირებთან დააზუსტოს მიღებული დავალების შინაარსი;

ბ) განუხრელად დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;

გ) შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანება, განკარგულება და მითითება, რომლებიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;

დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამინისტროს მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს;

ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არ ჩაიდინოს იმგვარი სამსახურებრივი ღირსების შემლახავი ქმედება, როგორიც არის: სამსახურში ალკოჰოლური თუ სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ გამოცხადება; სამინისტროს შენობაში თამბაქოს მოწევა, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი ადგილისა; უცენზურო ფრაზების გამოთქმა; უპატივცემულო მოპყრობა, როგორც მოსამსახურე კოლეგების, ასევე სამინისტროს ბენეფიციარებისა და სხვა მოქალაქეებისადმი; აშკარად შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციების გამოყენება;

ვ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას და დაიცვას მასზე სამსახურებრივი საჭიროებისათვის სარგებლობაში გადაცემული მატერიალური ფასეულობები;

ზ) დაიცვას წინამდებარე შინაგანაწესი;

თ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე სამინისტროს შენობაში და მის ტერიტორიაზე;

ი) სამუშაო საათებში არ დაუშვას კომპიუტერისა და ინტერნეტის რესურსების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება;

კ) საზოგადოების წევრებთან და სხვა მოსამსახურეებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი და თავაზიანი, თავისი აზრი, მოთხოვნები, შენიშვნები და წინადადებები გამოთქვას კორექტული და ზრდილობიანი ფორმით;

ლ) მასზე დაკისრებული ამოცანები უნდა შეასრულოს კანონის ფარგლებში, მიუკერძოებლად, ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე და პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს;

მ) ზრუნავდეს ცოდნის განახლებასა და გაღრმავებაზე, პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

2. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3-4 პუნქტების გათვალისწინებით, თამბაქოს მოსაწევ ადგილად სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენობაში განისაზღვროს კიბის უჯრედთან არსებული აივნები, ხოლო სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში - ამ მიზნით გამოყოფილი ოთახი.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურე ყოველთვის უნდა იმყოფებოდეს მისაღებ ფორმაში, დაიცვას პირადი ჰიგიენა და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი.

4. მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ქცევის ზოგადი წესები ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში ან/და კორუფციული სამართალდარღვევის თავიდან აცილების მიზნით.

5. თითოეული მოსამსახურე შეურიგებელი უნდა იყოს კორუფციისა და კანონმდებლობის სხვა ნებისმიერი დარღვევის გამოვლენისადმი. იგი ვალდებულია კორუფციის ფაქტების ან კანონმდებლობის სხვა ნებისმიერი დარღვევის შესახებ მოახსენოს ზემდგომ თანამდებობის პირებსა და სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს.

6. თუ მოსამსახურე დააპატიმრეს ან დააკავეს, ან მას აქვს ინფორმაცია, რომ იმყოფება ზედამხედველობის ქვეშ, ან მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მან აღნიშნულის თაობაზე უნდა აცნობოს მინისტრს.

7. თუ მოსამსახურის მიერ ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს.

8. მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის ან სამინისტროს რეპუტაციას.

9. მოსამსახურე ვალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილება და სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობები, სიმბოლოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად.

10. მოსამსახურე ვალდებულია სამსახურებრივი მომხმარებლის პაროლი არ გადასცეს სხვა თანამშრომელს ან/და სხვა პირს სარგებლობისათვის. ამასთან, დაუშვებელია ერთი მომხმარებლის პაროლი ერთდროულად გამოიყენებოდეს ორ ან მეტ კომპიუტერზე.

11. მოსამსახურის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით ან მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა უნდა დასტურდებოდეს ინტერნეტის მომწოდებლის მიერ სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მისთვის წერილობით მიწოდებული მომხმარებლის პაროლის ან ინტერნეტის არამიზნობრივი გამოყენების თაობაზე ინფორმაციით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის ბრძანება № 18 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №1634 - ვებგვერდი, 26.08.2014წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №2386 - ვებგვერდი, 15.10.2014წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 10 აპრილის ბრძანება №467 - ვებგვერდი, 11.04.2017წ.

 

მუხლი 91. კანდიდატის მოვალეობები

1. კანდიდატი ვალდებულია შრომითი ურთიერთობის გაფორმებამდე, სამინისტროს წარუდგინოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და სამინისტროს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა შრომითი ურთიერთობის გაფორმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).

2. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენამდე სამინისტრო უფლებამოსილია არ გააფორმოს შრომითი ურთიერთობა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №1634 - ვებგვერდი, 26.08.2014წ.

    მუხლი 10. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქცია

1. სამინისტრო უზრუნველყოფს მოსამსახურის შრომითი საქმიანობისათვის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნას.

2. მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას სამინისტრო უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემის დანერგვით.

3. სამინისტრო უზრუნველყოფს მოსამსახურის შრომითი დაცვის პირობების შექმნას. მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას მინისტრის ბრძანებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები.

4. მოსამსახურე ვალდებულია განუხრელად დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები.

5. მოსამსახურე სამსახურში მიღებისთანავე ან გარკვეული სამუშაოს შესრულებისას ვალდებულია გაეცნოს შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნებს. მოსამსახურისთვის შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების პირობების გაცნობას უზრუნველყოფს მინისტრის ბრძანებით უფლებამოსილი პირი. მოსამსახურე პირადი ხელმოწერით ადასტურებს პირობებისა და მოთხოვნების გაცნობას. ხელწერილი თან ერთვის მოსამსახურის პირად საქმეს.

    მუხლი 11. მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა

1. სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.

2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) განახორციელოს კონტროლი იმ ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე, რომელიც გადაცემული აქვს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;

ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო ს უფროსს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის თაობაზე;

გ) ქონების დაზიანების შემთხვევაში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო ს უფროსს წარუდგინოს ახსნა-განმარტებითი ბარათი.

3. მოსამსახურე პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე. იგი ვალდებულია:

ა) ქონება გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის;

ბ) ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის შესახებ აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს;

გ) არ გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა მოსამსახურეს, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო სა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილტა მინისტრის 2013 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №500 - ვებგვერდი, 18.10.2013წ.

    მუხლი 12. გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი

1. სამსახურიდან გათავისუფლებული მოსამსახურე ვალდებულია დანართ №1-ში მითითებულ სტრუქტურულ დანაყოფებში წარადგინოს შემოვლის ფურცელი (დანართი №1) სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების და სხვა ვალდებულებების შესრულების თაობაზე, რომელიც უნდა დაადასტუროს უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ხელმოწერით.

2. შემოვლის ფურცლის დედანი ბარდება ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს და ინახება გათავისუფლებული მოსამსახურის პირად საქმეში. შემოვლის ფურცლის ასლი, დამოწმებული ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს მიერ წარედგინება საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს, რის საფუძველზეც მოხდება მოსამსახურესთან საბოლოო ანგარიშსწორება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 16 ივნისის ბრძანება №1203 - ვებგვერდი, 18.06.2014წ.

    მუხლი 13.  წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი

1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ფორმა.

2. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს ეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

3. შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის ერთი თვის განმავლობაში სამჯერ შეუსრულებლობის   შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წინათ გამოყენებულზე უფრო მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. აღნიშნულ პროცესზე კონტროლს ახორციელებს შიდა აუდიტის დეპარტამენტი და სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო.

4. შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობად არ ჩაითვლება სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება 30 წუთამდე დროით, თუ მას არა აქვს სისტემატური ხასიათი (კვირაში არა უმეტეს 2 შემთხვევა).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის ბრძანება № 18 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №500 - ვებგვერდი, 18.10.2013წ.

    მუხლი 14. დასკვნითი დებულებანი

1. წინამდებარე შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად ყველა მოსამსახურისათვის.

2. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობით.

3. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო ვალდებულია გააცნოს მოსამსახურეს წინამდებარე შინაგანაწესი, რაც დასტურდება მოსამსახურის ხელმოწერით.

4. ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე ინახება მოსამსახურის პირად საქმეში.

5. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერ დროს შინაგანაწესის გაცნობის შესაძლებლობა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №500 - ვებგვერდი, 18.10.2013წ.

 

დანართი № 1

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის ბრძანება № 18 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №500 - ვებგვერდი, 18.10.2013წ.

 

შემოვლის ფურცელი

 

————————————————————————————————————— (მოსამსახურის გვარი, სახელი)

 

 

 

ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო

___________________________________________________________________________

(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

 

 

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო

 

 

ა) ——————————————————————————————————— (მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

 

 

ბ) ——————————————————————————————————— (მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

 

 

 

საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო

 

——————————————————————————————————— (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

 

 

 

 

მოსამსახურის ხელმოწერა      ———————————————— თარიღი   —————————————————————————

 

კრებსითი — სრული ვერსია